8627 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

XG3CEZDP გამოქვეყნდა 9 სექ 4 ნახვა

რელევანტ

რელევანტ

დეველოპერული პროექტების გაყიდვების მრჩეველი

რელევანტ გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾3000–7000 / თვეში ბოლო ვადა:

"Relevant" არის დეველოპერული პროექტების მართვის კომპანია. ჩვენ ვქმნით, ვპოზიციონირებთ და ექსკლუზიურად ვყიდით მასშტაბურ საცხოვრებელ პროექტებს. შენ იმუშავებ კონკრეტულ დეველოპერულ ობიექტზე, სარეკლამო კამპანიების მეშვეობით მოზიდულ, დაინტერესებულ აუდიტორიასთან და წარმართავ კონსულტაციებს.

თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს თანამედროვე დეველოპმენტი, გქონდეს საქმე მსხვილ ბიუჯეტებთან და იყო გარემოში, სადაც შედეგი პირდაპირ ფინანსურ თავისუფლებაში ითარგმნება — ეს შენი შანსია.

პოზიცია: დეველოპერული პროექტების გაყიდვების მრჩეველი

რატომ არის ეს პოზიცია შენთვის:

** მხოლოდ ექსკლუზიური პროექტები: მუშაობ უშუალოდ დეველოპერის სახელით, სრულად შეფუთულ და მოთხოვნად საცხოვრებელ კომპლექსებზე. ** ცხელი და ხარისხიანი Lead-ები: ჩვენი მარკეტინგული გუნდი უზრუნველყოფს შემომავალ ნაკადს. შენი საქმე მოლაპარაკება, სწორი კონსულტაცია და გარიგების დახურვაა. ** ანალიტიკა და ინვესტიციები: კლიენტს აჩვენებ არა უბრალოდ კედლებს, არამედ პროექტის ღირებულებას, ზრდის პოტენციალსა და ცხოვრების ახალ სტილს. ** თანამედროვე CRM ეკოსისტემა: მთელი პროცესი ციფრული, გამჭვირვალე და სტრუქტურირებულია.

რას გთავაზობთ:

** შემოსავალი: ფიქსირებული ანაზღაურება + მაღალი საკომისიო ყოველი გაყიდვიდან. შენი საშუალო ყოველთვიური შემოსავალი იქნება 3, 000-დან 7, 000 ლარამდე (და რაც მთავარია, ჭერის გარეშე — შენს შედეგს ლიმიტი არ აქვს). ** ძალიან ქულ სამუშაო გარემო: ჩვენთან არ არსებობს დამღლელი ბიუროკრატია და მოძველებული კორპორაციული წესები. გვაქვს თანამედროვე, ესთეტიკური ოფისი, მეგობრული გუნდი და ენერგიული ატმოსფერო. ** რეალური მენტორობა: პირველივე დღიდან გასწავლით დეველოპმენტის ბიზნეს-მოდელს, მოლაპარაკებების თანამედროვე ფსიქოლოგიასა და პრეზენტაციის ტექნიკას.

ვის ვეძებთ:

** ადამიანს, ვისთვისაც კომუნიკაცია, ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა და თავდაჯერებულობა ბუნებრივი მდგომარეობაა. ** გაქვს ამბიცია, რომ შენი შემოსავალი დამოკიდებული იყოს შენს გონებაზე, ენერგიასა და შედეგზე. ** გიყვარს ტემპი, არ გეშინია დიდი ციფრების და შეგიძლია დამოუკიდებლად მართო პროცესები. ** გამოცდილება გაყიდვებში ან დეველოპმენტში პლუსია, მაგრამ მთავარი მაინც შენი ენერგია, აზროვნება და სწრაფად სწავლის სურვილია.

როგორ შემოგვიერთდე (CV-ის გარეშე):

ჩვენ ვიცით, რომ ფორმალური ორგვერდიანი რეზიუმეები წარსულს ჩაბარდა და შენს რეალურ პოტენციალს ვერ ასახავს.

არ არის საჭირო მეილების წერა და ფაილების ატვირთვა — უბრალოდ გადადი ბმულზე, უპასუხე რამდენიმე მარტივ კითხვას 2 წუთში და ჩვენ თვითონ დაგიკავშირდებით:

შეავსე მოკლე აპლიკაცია აქ — https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScUpba64b5XsFdSRjeAM-bcWmlTaURQO-_Tr8kbBtwoyAk7Jw/viewform?usp=sharing&ouid=101736861382283197131

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
რელევანტ
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა