9056 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

XH5ZZDX9 გამოქვეყნდა 26 ოქტ 26 ნახვა

ელექტრო ინჟინერი / სადგურის ოპერატორი

ბრაით ენერჯი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 14 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

ბრაით ენერჯი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ელექტრო ინჟინერი — სადგურის ოპერატორი

კომპანია: შპს ბრაით ენერჯი (Bright Energy LLC) მდებარეობა: მარნეული (ქვემო ქართლის მზის ელექტროსადგური) სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი / ცვლებში კატეგორია: ენერგეტიკა / ინჟინერია

პოზიციის მიზანი: შპს ბრაით ენერჯი ეძებს კვალიფიციურ, მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ელექტრო ინჟინერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს სადგურის ოპერატორის პოზიციაზე ქვემო ქართლის მზის ელექტროსადგურზე. კანდიდატის მთავარი ამოცანა იქნება ელექტროსადგურის უწყვეტი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, მუდმივი ტექნიკური მონიტორინგი და პროცესების ოპტიმიზაცია.

ძირითადი მოვალეობები: - მზის ელექტროსადგურის მუშაობის მუდმივი მონიტორინგი და ოპერატიული მართვა; - ელექტრო და საკონტროლო სისტემების გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა; - ტექნიკური პარამეტრების რეგულარული შემოწმება, ანალიზი და შესაბამისი დოკუმენტაციის/ჩანაწერების წარმოება; - ავარიული და არასტანდარტული შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და ოპერატიული რეაგირება; - პრევენციული (გეგმური) და მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა და შესრულება; - მჭიდრო თანამშრომლობა ტექნიკურ ჯგუფთან, ინჟინრებთან და ზედამხედველებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ელექტრო ინჟინერიის, ენერგეტიკის ან მასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დარგში; - მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია ენერგეტიკის ან განახლებადი ენერგიების სექტორში); - ტექნიკური დოკუმენტაციის, ნახაზებისა და სქემების წაკითხვისა და შედგენის უნარი; - კომპიუტერული პროგრამების საინჟინრო/სამუშაო დონეზე ცოდნა; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირებისა და პრობლემების ანალიზის უნარი.

რას გთავაზობთ: - კონკურენტულ და კვალიფიკაციაზე დაფუძნებულ ანაზღაურებას; - სტაბილურ სამუშაო გარემოს დინამიურ და მზარდ კომპანიაში; - პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობებს; - ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა