მძღოლი-დისტრიბუტორი
ვაკანსია – დისტრიბუტორი
Happy Day (ჰეფი დეი) – სათამაშოების მაღაზიათა ქსელია საქართველოში. კომპანია წარმოადგენს Intex-ისა და Bestway-ის ოფიციალურ დილერს საქართველოში. ასევე ვართ ტელეფონის აქსესუარების (კაბელები, დამტენები და სხვა აქსესუარები), სადღესასწაულო ინვენტარისა და Kinsmart-ის საკოლექციო ავტომობილების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი.
გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ დისტრიბუტორს.
ძირითადი მოთხოვნები:
- საკუთარი ავტომობილის ქონა;
- B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- სასურველია დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- სრული განაკვეთის სამუშაოს;
- ფიქსირებულ ხელფასს – 1800 ₾;
- შეტანილი პროდუქციის 1.2%-ი და 200ლ-იან ბონუსს გაყიდვების გეგმის შესრულების შემთხვევაში, რაც გულისხმობს მზარდ ხელფასს 1800 დან 2500მდე.
- სტაბილურ სამუშაო გარემოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე. ან დაგვიკავშირდით ნომერზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.