9769 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

XK7AFWSG გამოქვეყნდა 13 ოქტ 65 ნახვა

Bank of Georgia

Bank of Georgia

ბრენდ მენეჯერი CSR-ის მიმართულებით

Bank of Georgia
განაცხადი კომპანიის საიტზე ↗
შეთანხმებით

საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე CSR (კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა)-ის მიმართულებით

საქართველოს ბანკში, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა - შეგვიძლია ადამიანებს დავეხმაროთ საკუთარი პოტენციალის მეტად ათვისებაში და რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

CSR -ის გუნდის ბრენდ მენეჯერი ის ადამიანია, რომელიც მუდმივად ზრუნავს საქართველოს ბანკის გაცხადებულ სოციალური პასუხისმგებლობის აღსრულებაზე და მარკეტინგის დიდ გუნდთან ერთად, ქმნის და აუმჯობესებს რელევანტურ შეხების წერტილებს და ახორციელებს მარკეტინგულ კამპანიებს.

საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტული მიმართულებებია: განათლება, დასაქმება, ბიზნესი. ბანკი მხარს უჭერს ადამიანებს, დაიჯერონ თავიანთი შესაძლებლობების და მოახდინონ მათი რეალიზება. ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანთა პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც ქმნიან უკეთეს საქართველოს.

ბრენდ მენეჯერს უამრავი საინტერესო საქმე აქვს: · ბენეფიციარების სურვილების/საჭიროებების გააზრება და არსებულ პროექტებში გათვალისწინება ან, ახლის შექმნა გუნდთან ერთად; · ბენეფიციარებისთვის რელევანტური საკომუნიკაციო არხების შერჩევა და კამპანიის დაგეგმვა; · შედეგების აქტიური მონიტორინგი და ზრდის ტაქტიკური თუ სტრატეგიული პროექტების შესრულება; · აქტიური მუშაობა მარკეტინგის ყველა თანამშრომელთან, ისევე როგორც გუნდის უდიდეს ნაწილთან მთელი ბანკის მასშტაბით; · ბენეფიციარებისთვის რელევანტური შეხების წერტილების მუდმივი განვითარება და ახლის შექმნა; · კონტენტზე ხშირი მუშაობა გუნდთან ერთად; · ყოველთვიური შედეგების და განვითარების გეგმების რეპორტინგი; · სააგენტოებთან თანამშრომლობა.

ვფიქრობთ, რომ დაგჭირდება:

მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მარკეტინგში.

ჩვენი აზრით, ბრენდ მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია: · კარგი ანალიტიკური უნარები; · ონლაინ და ფიზიკურ არხებში მომხმარებლისთვის რელევანტური არხების განვითარების და შექმნის გამოცდილება; · ზრდაზე ორიენტირებული, კამპანიების დაგეგმვის გამოცდილება; · შესაძლებლობა, გვერდიდან შეხედო ყველაფერს,რასაც ერთად ვაკეთებთ; · მომხმარებლის სურვილების და საჭიროებების იდენტიფიცირების გამოცდილება კვლევებზე დაყრდნობით; · შესაძლებლობების სწრაფად აღმოჩენის უნარი; · მუდმივი შექმნის და მოქმედების სურვილი; · ინიციატივების გამოხატვის, მათი არგუმენტირების და პროექტის ბოლომდე მიყვანის გამოცდილება; · ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობის სურვილი და მათი მხარდაჭერის მზაობა.

გამოხმაურებას ველით 2026 წლის, 27 ოქტომბრამდე. წარმატებები!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Bank of Georgia
ვებგვერდი ↗
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა