9769 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

XKEFVKGS გამოქვეყნდა 6 ოქტ 24 ნახვა

მოლარე-კონსულტანტი

სუფთა სახლი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები მოლარე
შესვლა და განაცხადი
₾800–1000 / თვეში −24% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,181 ₾ · 158 განცხადება ბოლო ვადა: 7 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.

"სუფთა სახლი" აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას ქ. თბილისის ფილიალებში.

ანაზღაურება: 800-1000 ლარი გრაფიკი: ცვლები (თვეში 15 სამუშაო დღე)

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • თვეში 15 სამუშაო დღე
  • მსუბუქი და კომფორტული სამუშაო
  • პროფესიული და პიროვნული განვითარება - ტრენინგები, მასტერკლასები, დაწინაურება
  • კეთილგანწყობილი გუნდი და კომფორტული სამუშაო სივრცე
  • ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა
  • ხელფასის მატება და ბონუსები

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით,
  • პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება,
  • წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი,
  • სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა,
  • სალარო აპარატთან მუშაობა,
  • არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის.

უნარები რასაც კომპანიაში ვაქცევთ ყურადღებას არის:

  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ ეს აპლიკაცია: https://forms.gle/FogheTtrbygYTZys8

დაგვიკავშირდით ნომერზე

ან გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიცია "მოლარე-კონსულტანტი" და სასურველი ადგილმდებარეობა თბილისი კომპანია თავად დაგიკავშირდებათ.

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "სუფთა სახლი"ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა