8446 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

XM116JQK გამოქვეყნდა 3 სექ 3 ნახვა

ანაზღაურებადი სტაჟირება ბუღალტერიის მიმართულებით

Moore Global Network Limited გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტერიის მიმართულებით https://www.moore-georgia.ge/

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-მდე ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს https://www.moore-georgia.ge/

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** Fitpas;

** მზარდი ანაზღაურება;

** უწყვეტი პროფესიონალური ტრენინგები;

** ჰიბრიდული სამუშაო განაკვეთი;

** პიროვნული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;

** მეგობრული სამუშაო გარემო, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;

** ახლო სამუშაო კონტაქტი კლიენტებთან და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კარიერის ადრეული პერიოდიდან;

** მხარდაჭერა, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია;

** ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას.

ძირითადი მოვალეობები:

** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;

** ბუღალტრული გატარების (ხარჯების, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) ასახვა პროგრამაში;

** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;

** საჭიროების შემთხვევაში საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);

** სავალდებულოა ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;

** სავალდებულოა ინგლისური ენის ცონდა B1-B2 დონეზე;

** სასურველია კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);

** სასურველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;

** ყურადღება დეტალების მიმართ;

** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და მიუთითოთ პოზიცია - "სტაჟიორი (ბუღალტერია)".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Moore Global Network Limited
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის