უფროსი მზარეულის დამხმარე
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი მზარეულის დამხმარის პოზიციაზე საბაგირო გზაზე არსებულ რესტორან "არგო"-ში .
ძირითადი მოვალეობები:
- მენიუში არსებული ცივი და ცხელი კერძების დამოუკიდებლად მომზადება, დადგენილი რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით.
- დესერტების მომზადება და მათი დროული მომარაგება რესტორნის დატვირთულობისა და მოთხოვნის შესაბამისად.
- ნედლეულის პირველადი დამუშავება, ნახევარფაბრიკატებისა და ინგრედიენტების მომზადება საწარმოო საჭიროებებიდან გამომდინარე.
- სამზარეულოში არსებული მარაგების კონტროლში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება დეფიციტის შესახებ.
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- თავაზიანი;
- ორგანიზებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78
- სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
- ანაზღაურება: შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ:
- კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
- კვებით უზრუნველყოფას;
- ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
- კვებითი უზრუნველყოფა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa
- 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო"
- ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში
კომპანიის შესახებ
"ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
- მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
- სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
- ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
- საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც "ტურინვესტ ჯგუფს" ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია "ტურინვესტ ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.