8640 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

XND4ZXZ8 გამოქვეყნდა 7 სექ 6 ნახვა

ჰანიველ ცემენტი

ჰანიველ ცემენტი

ციკლონების მწმენდავი - ანაზღაურებადი სტაჟირება

ჰანიველ ცემენტი გარე განცხადება
რუსთავი სტაჟირება დასუფთავება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტისა და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კასპის ცემენტის ქარხანაში ციკლონების მწმენდავის პოზიციაზე.

ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2

გრაფიკი: სრული, ცვლებში მუშაობა, 12-საათიანი ცვლა, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა;

რაოდენობა: 1

სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 თვე (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით)

ძირითადი მოვალეობები:

** წინაგამახურებლის (5 ციკლონისა და კალცინატორის) ვიზუალური ინსპექტირება, წნევებისა და ტემპერატურების გადამოწმება საკონტროლო ოთახთან;

** ღუმელში საბურავების მიწოდების კვანძის კონტროლი და ზედამხედველობა უსაფრთხოების წესების დაცვით;

** ლაბორატორიისთვის სინჯის აღება;

** წინაგამახურებლის ზედა და ქვედა ნაწილების კონტროლი (ქანქარის), იმისთვის, რომ არ მოხდეს მტვრის დაგროვება;

** ამძრავი კვანძების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

** მუშა აგრეგატების უსაფრთხოდ მუშაობის კონტროლი და დაზიანების დროული შეტყობინება;

** ცვლაში მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი და/ან აღსანიშნავი მოვლენის შემდეგ მომდევნო ცვლაზე ინფორმაციის გადაცემა სიტყვიერად და ჟურნალში ჩანაწერის გაკეთებით;

** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.

სასურველია გქონდეთ:

** წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

** აგრეგატებთან მუშაობის გამოცდილება;

** პუნქტუალურობა;

** პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჰანიველ ცემენტში თანამშრომლებზე ზრუნვა რეალური ფასეულობაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა იგრძნოს სტაბილურობა, მხარდაჭერა და ჰქონდეს განვითარების მუდმივი შესაძლებლობა. ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბენეფიტების სისტემა, რომელიც მოიცავს:

** სრულად ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ორივე მშობლისთვის;

** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრემიუმ დაზღვევას საუკეთესო პირობებით ყველა თანამშრომლისთვის;

** კვების უზრუნველყოფას - ცემენტის ქარხნებში სრულად;

** დამატებით დასვენების დღეებსა და დამატებით ანაზღაურებად შვებულებას;

** ფინანსურ მხარდაჭერას ბავშვის შეძენის შემთხვევაში;

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებსა და საჭირო ტრენინგებს კარიერული ზრდისთვის.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამუშაო სივრცე, სადაც კომფორტი, უსაფრთხო გარემო და მოტივაცია ყოველდღიურობის ნაწილია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა). გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ციკლონების მწმენდავი (კასპი).

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნეს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჰანიველ ცემენტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის