სათამაშო აპარატების ტექნიკოსი
სამორინე ოტიუმი აცხადებს ვაკანსიას სათამაშო აპარატების ტექნიკოსის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები: - სათამაშო აპარატების და მათთან დაკავშირებული აღჭურვილობის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ტესტირება; - გეგმიური შემოწმებისა და პრევენციული მომსახურების ჩატარება; - აპარატურის/პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობის დიაგნოსტიკა და შეკეთება; - სათამაშო რეგულაციებისა და შიდა კონტროლის დაცვის უზრუნველყოფა; - სათამაშო აპარატების მენეჯერთან და სხვა განყოფილებებთან თანამშრომლობა კაზინოს ოპერაციების მხარდასაჭერად;
კვალიფიკაცია: - სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; - ინგლისური და თურქული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; - მომხმარებელთა მომსახურების და კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარები
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ "სათამაშო აპარატების ტექნიკოსი"; ან მობრძანდეთ ბათუმში, გორგილაძის #118-ში მდებარე სამორინე "ოტიუმის" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ოფისში და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ადგილზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.