აქტივ-პასივების მართვის განყოფილების მენეჯერი
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას აქტივ-პასივების მართვის განყოფილების მენეჯერის თანამდებობაზე.
დეპარტამენტი: ხაზინის დეპარტამენტი განყოფილება: აქტივ-პასივების მართვის განყოფილება ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
ფუნქციები და მოვალეობები:
** აქტივებისა და ვალდებულებების სტრუქტურის ოპტიმიზაციაში მონაწილეობა მომგებიანობის, სტაბილურობისა და ზრდის მხარდასაჭერად; ** ლიკვიდურობის დაგეგმვის, მონიტორინგისა და სტრესტესტირების ზედამხედველობაში მონაწილეობა ნორმალურ და სტრესულ სიტუაციებში; ** შიდა ლიკვიდურობის ლიმიტებისა და საზედამხედველო კოეფიციენტების დაცვის უზრუნველყოფაში მონაწილეობა; ** დაფინანსების სტრატეგიის მხარდაჭერა, მათ შორის დეპოზიტებისა და სესხების ფასწარმოქმნაში მონაწილეობა; ** ბალანსის სტრუქტურასა და მოგებაზე ბაზრის განვითარების გავლენის შეფასებაში მონაწილეობა; ** აქტივ-პასივების მართვის კომიტეტისთვის მასალების, ანალიზის, ანგარიშგებისა და რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა; ** აქტივ-პასივების მართვის კომიტეტის გადაწყვეტილებების დროული შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა; ** ბალანსის პროგნოზების, ლიკვიდურობის პროგნოზებისა და სცენარების ანალიზის პროცესში მონაწილეობა; ** ბიუჯეტირებაში ICAPP/ILAAP პროცესებსა და სტრატეგიულ დაგეგმვაში მონაწილეობა; ** ბანკის შიდა ანგარიშგების წარმოება/შემუშავებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბანკში ან და სხვა საფინანსო ორგანიზაციაში.
განათლება:
სავალდებულო:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის მართვის მიმართულებით; ** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა; ** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
სასურველი:
** VBA, Power BI-ს ცოდნა; ** CFA/FRM პროგრამების კანდიდატი.
უნარები:
სავალდებულო:
** ანალიტიკური აზროვნება; ** მუშაობა არსებული პროცედურებისა და პრაქტიკის შესაბამისად.
სასურველი: ფინანსური მათემატიკის, ეკონომიკისა და სტატისტიკის ცოდნა.
თვისებები:
სავალდებულო:
** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტური მართვა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სასურველი: გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/ExjF
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.