საოპერაციო მენეჯერი
"თრექინგს.ჯი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის თანამდებობაზე - ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების მართვა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა ანაზღაურება: 1700-2000 ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო და ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
- თანამშრომლების სამუშაო პროცესების კოორდინაცია, დავალებების განაწილება და შესრულების მონიტორინგი;
- ლოგისტიკურ და საწყობის პროცესებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;
- დოკუმენტბრუნვის, შიდა პროცედურებისა და პარტნიორებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- შეფერხებების გამოვლენა, პრობლემების გადაჭრა, პროცესების გაუმჯობესება და ანგარიშგება.
- პროცესების ოპტიმიზაციაში, SOP-ების დანერგვაში, KPI-ების მონიტორინგსა და ანგარიშგებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ლოგისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ადმინისტრაციული მართვის მიმართულებით გამოცდილება;
- სამუშაო პროცესების დაგეგმვის, ორგანიზებისა და კონტროლის უნარი;
- MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
- რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა — სავალდებულოა;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.
რას გთავაზობთ:
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, მრავალფეროვან სამუშაო გარემოსა და შესრულებული პროექტების შედეგებიდან გამომდინარე KPI-ზე დაფუძნებული დამატებითი ანაზღაურების განხილვის შესაძლებლობას.
განაცხადის გაგზავნა:
გამოგვიგზავნეთ CV თემაში მიუთითეთ: "საოპერაციო მენეჯერი
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.