ვიზუალური მერჩენდაიზერი
"ATELIER OUTLET"/"ატელიე აუთლეტი" — მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.
კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ვიზუალური მერჩენდაიზერის პოზიციაზე, რომელიც გემოვნებითა და სტანდარტების დაცვით წარმოაჩენს პროდუქციას მაღაზიაში.
ლოკაცია: ქ. თბილისი, დიღომი გრაფიკი: 09:00-18:00 (დასვენება — 2 დღე) ხელფასი: 2000-2500₾ (NET)
ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე;
- დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან;
- FITPASS;
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
აუცილებელი მოთხოვნები: Fashion ინდუსტრიაში ვიზუალური მერჩენდაიზერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
მოვალეობები
- კოლექციის განახლება მაღაზიაში;
- კედლებისა და რეილების ვიზუალის შექმნა;
- პროდუქციის მოწესრიგება/მოვლა;
- წესრიგის მუდმივი კონტროლი;
- ვიტრინის და მანეკენის ცვლილება პერიოდულად;
- ფოტო-რეპორტის წარმოება კოლექციის განახლებისას;
- ვიზუალური FOCUS წერტილების შექმნა სხვადასხვა სექციისთვის;
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ-მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV ელექტრონულ მისამართზე.
Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!