8,506 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

XQDM88V6 გამოქვეყნდა 16 სექ 0 ნახვა

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი

მოლარე - ბაკურიანი

საქართველოს ბანკი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 29 სექ

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ქ. ბაკურიანში.

პოზიციის მიზანია ფულადი ოპერაციების ოპერატიულად, ზუსტად და უშეცდომოდ წარმოება მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის გზით.

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, თქვენ: - აწარმოებთ ვალუტის ყიდვა-გაყიდვისა და სამგზავრო და საბანკო ჩეკებთან დაკავშირებულ ფულად ოპერაციებს; - მიიღებთ დაზიანებულ კუპიურებს და აწარმოებთ მასთან დაკავშირებულ ოპერაციებს. - მოახდენთ ფულის და სალაროს დღიური საბუთების ფორმირებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია: - განათლება:უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები; - სამუშაო გამოცდილება:სასურველია მომსახურების სფეროში მოლარის პოზიციაზე მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები: - კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; - ქართული-სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; - მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები; - კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად; - გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ: - ფიქსირებულ ანაზღაურებას და კომფორტულ სამუშაო ადგილს; - კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, მიუთითეთ რეგიონი და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 29 სექტემბერი, 2026 წელი

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს : https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/molare-bakuriani-bakuriani-dEr1n4

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს ბანკი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა