კონტენტ კრეატორი / ვიდეოგრაფი
საპროექტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის / ვიდეოგრაფის პოზიციაზე.
ვეძებთ კრეატიულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის საქმიანობის, მიმდინარე და დასრულებული პროექტების, ობიექტებზე ვიზიტებისა და სამუშაო პროცესის ვიდეო-კონტენტის, ვლოგებისა და სარეკლამო მასალების შექმნაში.
ძირითადი მოვალეობები: მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე ვიდეოების/ვლოგების გადაღება; ობიექტებზე და სამუშაო პროცესში პერიოდული გადაღებები; Instagram Reels, TikTok, YouTube Shorts და სხვა ფორმატებისთვის ვიდეოების შექმნა; კომპანიის სარეკლამო და საიმიჯო ვიდეოების მომზადება; გადაღებული მასალის მონტაჟი და დამუშავება; ვიდეოების სცენარისა და კრეატიული იდეების შემუშავებაში მონაწილეობა; კომპანიის საქმიანობის საინტერესოდ და პროფესიონალურად წარმოჩენა სოციალურ მედიაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ვიდეოს გადაღებისა და მონტაჟის პრაქტიკული ცოდნა; კარგი ვიზუალური ხედვა და კადრის შეგრძნება; სოციალური მედიის თანამედროვე ფორმატების ცოდნა; კრეატიულობა, ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. Premiere Pro, CapCut, DaVinci Resolve ან მსგავსი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პორტფოლიოს წარმოდგენა სასურველია. სამუშაო პირობები: მოქნილი სამუშაო გრაფიკი; სამუშაო ძირითადად დაგეგმილი გადაღებებისა და კონკრეტული დავალებების მიხედვით; პერიოდულად საჭიროა ოფისში და საპროექტო/სამშენებლო ობიექტებზე გადაღება.
შესაძლებელია სტუდენტთან თანამშრომლობაც.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.