საბაჟო პროცესებისა და დეკლარირების ექსპერტი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საბაჟო პროცესებისა და დეკლარირების ექსპერტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საბაჟო დეკლარირების სრული პროცესის აღწერა და სისტემატიზაცია;
- ინვოისების, Packing List-ის, სერტიფიკატების CMR/AWB/Bill of Lading-ისა და სხვა დოკუმენტების ანალიზი;
- HS კოდების, გადასახადების, შეღავათებისა და საჭირო ნებართვების განსაზღვრის წესების ჩამოყალიბება;
- ASYCUDA/eCustoms-ის სამუშაო პროცესების აღწერა;
- პროდუქტის გუნდისთვის ბიზნესწესებისა და პრაქტიკული მოთხოვნების მიწოდება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საბაჟო დეკლარირების პრაქტიკული გამოცდილება;
- ASYCUDA/eCustoms-ის კარგი ცოდნა;
- იმპორტისა და ექსპორტის პროცედურების ცოდნა;
- HS კოდებთან და საბაჟო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
დაინტერესების შემთხვევაში cv შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე და ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია "საბაჟო პროცესებისა და დეკლარირების ექსპერტი".
გისურვებთ წარმატებას!
ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "კომპანიის " მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "კომპანიის " "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "კომპანიის " ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "კომპანიას"
და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.