9330 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

XSQTM46A გამოქვეყნდა 27 ოქტ 13 ნახვა

საუნივერსიტეტო მრჩეველი

განათლების ცენტრი LEAF გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ნოე

შპს განათლების მართვის ჯგუფი - განათლების ცენტრი "LEAF" აცხადებს ვაკანსიას საუნივერსიტეტო მრჩევლის (College Counselor) პოზიციაზე.

სამუშაო დროის ხანგრძლივობა: სრული განაკვეთი

შერჩეული კანდიდატის ფუნქცია-მოვალეობები:

  • უნივერსიტეტებისა და სასწავლო პროგრამების მოძიების მიზნით სამაგიდო კვლევის (Desk Research) ჩატარება;
  • უნივერსიტეტისა და პროგრამების მისაღები პროცედურების შესახებ ინფორმაციის მოგროვება;
  • ცენტრის მოსწავლეების უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსებაში დახმარება;
  • ესებისა და CV-ის მომზადებაში დახმარება;
  • უნივერსიტეტის მიმღებ კომისიასთან ინტერვიუსთვის მომზადება;
  • უცხოელი სტუდენტებისთვის ქართულ უნივერსიტეტებში განაცხადის გაკეთებაში დახმარება;
  • უცხოელი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ურთიერთობაში დახმარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (საზღვარგარეთ მიღებული უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა;
  • საერთაშორისო და ქართული საგანმანათლებლო სისტემების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
  • კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე (Microsoft Office, Power Point, Excel, Google Meet, Zoom, Google Docs) გამოყენება.

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შემოქმედებითობა;
  • დროის მართვა;
  • სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება;
  • შედეგიანი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია.

შერჩევის პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 26.11.2026

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა