სამედიცინო წარმომადგენელი
ფარმაცევტული კომპანია "ასფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში და აჭარის რეგიონში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება;
- სასურველია რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებში;
- კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
- შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.
უნარები/პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობა;
- პუნქტუალურობა და მაღალი ორგანიზებულობა სამუშაო პროცესში;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV (ავტობიოგრაფია), ფოტოსურათი (3X4) და დიპლომის ასლი შემდეგ მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 20 ნოემბრისა.
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის და რეგიონის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ CV ფოტოსურათის გარეშე არ იქნება განხილული.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.