აღმზრდელი
კერძო საბავშვო ბაღი საბურთალოზე აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელის პოზიციაზე სრული გრაფიკით.
ლოკაცია: თბილისი, საბურთალო ასაკობრივი ჯგუფი: 4-5 წელი ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა: 12-14 ბავშვი ჯგუფში 2 აღმზრდელი ანაზღაურება: 1000 ლარი აგვისტო - ანაზღაურებადი შვებულება
ტექნიკური დეტალები:
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია, იყოთ აქტიური, გიყვარდეთ ბავშვები და შეგეძლოთ ასაკობრივი განმავითარებელი თამაშების დაგეგმვა-განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- განათლება პედაგოგიური/ფსიქოლოგიური ან მომიჯნავე სპეციალობის ან ამავე მიმართულებით სტუდენტი;
- სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
დაინტერესების შემთხვევაში, გააგზავნეთ რეზიუმე მეილზე ან დაგვიკავშირდით
რეზიუმეს გარეშე მიღებული განაცხადები არ განიხილება.