8149 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

XTP3DYG8 გამოქვეყნდა 25 აგვ 5 ნახვა

პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი

მანქანების გაქირავების კომპანია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

მანქანების გაქირავების კომპანია ეძებს კომუნიკაბელურ და მოტივირებულ გოგოს, რომელიც დაგვეხმარება თურქეთსა და აზერბაიჯანში პარტნიორული ქსელის განვითარებაში.

პოზიცია - პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი.

ძირითადი მოთხოვნები:

** თურქული ენის კარგად ცოდნა — აუცილებელია

** აზერბაიჯანული ენის ცოდნა — სასურველია

** კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი

** პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

** ტურისტულ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად

ძირითადი მოვალეობები:

** თურქეთსა და აზერბაიჯანში ადგილობრივი მანქანების გაქირავების კომპანიების მოძიება

** პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირება

** ჩვენი კომპანიისა და თანამშრომლობის პირობების გაცნობა

** მოლაპარაკებების წარმოება და პარტნიორობის პირობებზე შეთანხმება

** ახალ პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და კომუნიკაცია

ვეძებთ ადამიანს, რომელსაც არ უჭირს ახალი კონტაქტების დამყარება, მოლაპარაკებების წარმოება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და მოკლე ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ ელფოსტაზე:

გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ: "პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მანქანების გაქირავების კომპანია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის