უფროსი და უმცროსი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
ლოჯისტიკური კომპანია "V&S BROTHERS" - აცხადებს ვაკანსიას უფროსი და უმცროსი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციებზე !
მოვალეობები: - კორპორაციული კლიენტების მოძიება/მოზიდვა; - პოტენციური კორპორაციული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა; - პოტენციურ კორპორაციულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება; - სხვადასხვა სახის კორპორაციული შეთავაზებების მომზადება; - ლოჯისტიკური პროდუქტების გაყიდვა; - გაყიდვების დინამიკის ანალიზი; - ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი; - სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
აუცილებელი ცოდნა და უნარები: - Microsoft Office-ის ცოდნა.); - ქართულ ან რუსულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალური; - მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება); - კონსულტაციის და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; - კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი; - ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა; - ლოგიკური აზროვნება; - ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი; - უპირატესობად ჩაითვლება უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ან რუსული);
სამუშაო პირობები: ანაზღაურება: ფიქსირებული ხელზე ასაღები 1500-2500 ლარი ( მენეჯერის კვალიფიკაციის მიხედვით) + ბონუსი გაყიდვების მიხედვით ( 2500-4500 ლარი) ორშაბათი - პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე ადგილმდებარეობა - თბილისი, ალ ყაზბეგის ქ. 25
კომპანია გთავაზობთ: - საქმიანობის საფუძვლიანად შესწავლას ( ამასთან სწავლების პროცესში სრულ ანაზღაურებას) - კომფორტულ თანამედროვე სამუშაო პირობებს ოფისში - დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას; - უფასო კორპორატიულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.