9316 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

XVZB2WKE გამოქვეყნდა 27 ოქტ 16 ნახვა

ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

ტელეკომ 1 გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾700–1500 / თვეში ბოლო ვადა: 28 ნოე

"ტელეკომ 1" წარმოადგენს სატელეკომუნიკაციო სფეროში მოქმედ კომპანიას, რომელიც აბონენტებს სთავაზობს თანამედროვე სატელეკომუნიკაციო სერვისებს.

"ტელეკომ 1" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქუთაისი

თანამშრომლის ძირითადი პასუხისმგებლობა იქნება სატელეკომუნიკაციო ქსელის გამართულ ფუნქციონირებაში მონაწილეობა, ახალი სერვისების მონტაჟი და აბონენტებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა.

ძირითადი ფუნქციები:

  • აბონენტებთან ადგილზე ვიზიტი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში;
  • ახალი აბონენტების სატელეკომუნიკაციო სერვისების მონტაჟი და კონფიგურაცია;
  • ქსელური დაზიანებების იდენტიფიცირება, დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;
  • ტექნიკური სამუშაოების შესრულება დადგენილი სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით;
  • შესრულებული სამუშაოების შესაბამისი აღრიცხვა.

ანაზღაურება

  • ხელზე ასაღები ფიქსირებული ანაზღაურება: 700-დან 1500 ლარამდე, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • კომპანიაში მოქმედებს საბონუსე სისტემა — შესრულებული სამუშაოებისა და მიღწეული შედეგების მიხედვით თანამშრომელს აქვს დამატებითი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა.

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00;
  • შაბათი: მოკლე სამუშაო დღე;
  • კვირა: დასვენების დღე.

ბენეფიტები და განვითარების შესაძლებლობები:

  • შედეგებზე დაფუძნებული საბონუსე სისტემა;
  • ტექნიკური სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კორპორატიული მობილური კავშირი და სასაუბრო პაკეტი;
  • კომპანიის სატელეკომუნიკაციო სერვისებით სპეციალური პირობებით სარგებლობა;
  • სამუშაოსთვის საჭირო ტექნიკური ინვენტარი და აღჭურვილობა;
  • სტაბილური სამუშაო გარემო და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია სატელეკომუნიკაციო მიმართულებით);
  • ტექნიკური საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სასურველია მართვის მოწმობის C კატეგორიის ფლობა.

განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე. წერილის სათაურში მიუთითეთ: "ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა