7549 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

XXC6M79M გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

ექსპორტის მენეჯერი

Cnick გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾2000–2500 / თვეში ბოლო ვადა:

"კნიკი" (CNICK) პირველი ქართული სამომხმარებლო ტექნოლოგიების კომპანიაა, რომელიც ავითარებს და აწარმოებს ჭკვიან ბეჭედს. ჩვენი პროდუქტი იქმნება საქართველოში და ექსპორტზე გადის მსოფლიოს მასშტაბით.

თუ გსურს გახდე ინოვაციური გუნდის წევრი და მართო ლოგისტიკური პროცესები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ეს ვაკანსია შენთვისაა!

ვეძებთ გამოცდილ ექსპორტის მენეჯერს, რომელიც იმუშავებს გლობალურ ბაზარზე და მართავს Ecommerce შეკვეთების მიწოდების პროცესს.

რას გთავაზობთ:

** მზარდ ქართულ ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირებს.

** დინამიკურ სამუშაო გარემოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

** ჯანმრთელობის დაზღვევას

** ხელფასი 2000-2500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** ამანათების ყოველდღიური გაგზავნის პროცესის დაგეგმვა და მართვა.

** გზავნილების მონიტორინგი და დაგვიანებების, საბაჟოზე შეჩერების, დოკუმენტაციის ნაკლებობისა და მიწოდების სხვა პრობლემების მოგვარება.

** გასაგზავნი პროდუქციის მიწოდების დეტალების, ინვოისებისა და მომხმარებლის ინფორმაციის მომზადება.

** შეკვეთების გაგზავნის კონტროლი და წარმოების, გაყიდვების, მომხმარებელთა მხარდაჭერისა გუნდებთან კოორდინაცია.

** გადაზიდვებისა და მიწოდების შესახებ ინფორმაციის კომპანიის შიდა სისტემებში განახლება.

** რეგულარული ანგარიშების მომზადება გადაზიდვების, ლოჯისტიკური ხარჯების, დაგვიანებების, დაბრუნებებისა და მიწოდების ეფექტიანობის შესახებ.

** ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაცია

** დაბრუნებული პროდუქციის გადაზიდვებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ექსპორტის, ლოგისტიკის ან მსგავს სფეროში.

** მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება.

** პრობლემების გადაჭრის უნარები.

** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

** Amazon-ის, Shopify-ის ან საერთაშორისო ფულფილმენტის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე, სათაურით: ლოგისტიკის მენეჯერი

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Cnick
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა