8,624 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

XXHS7S7K გამოქვეყნდა 16 სექ 0 ნახვა

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი

ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ოქტ

"ქართულ - ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.

პროგრესის ამერიკული სკოლები 2002 წლიდან ქმნის განათლების თანამედროვე სტანდარტს საქართველოს 3 ქალაქში: ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში. ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში ქართული და ამერიკული განათლება ერთიანდება - College Board-ის ავტორიზაციითა და Cognia (AdvancED)-ის აკრედიტაციით.

გახდი პროგრესის საერთაშორისო გუნდის წევრი და შეიტანე შენი წვლილი მომავლის ლიდერების განათლებაში!

ადგილების რაოდენობა: 1 სამსახურის ადგილმდებარეობა: ქუთაისი, დ. აღმაშენებლის N20. გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, არა სრული (20-საათიანი სამუშაო კვირა) ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება ;
  • ინგლისურენოვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/რეაკრედიტაციის პროცესში ჩართულობა და შემდგომ მონიტორინგი;
  • ინგლისურენოვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებაზე ზრუნვა;
  • ინგლისურენოვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი კურიკულუმების გადახედვა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შესაბამისობის მონიტორინგი;
  • ინგლისურენოვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის თანამშრომელთან სისტემატური შეხვედრები (ფიზიკურ ან ონლაინ გარემოში), მიმდინარე საკითხების განხილვა, გასაუმჯობესებელი საკითხების გამოკვეთა და ზრუნვა მათ განვითარებაზე;
  • ინგლისურენოვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის საგაკვეთილო პროცესის ხარისხის მონიტორინგი და ანგარიშების წარმოება;
  • საერთაშორისო პროგრამის სასწავლო ცხრილის შედგენა, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება სკოლის დირექტორთან შეთანხმებით;
  • დადგენილი წესის მიხედვით გაკვეთილების მიმდინარეობის მონიტორინგი;
  • სასწავლო წლის დასაწყისში საათობრივი ბადის მორგება/რედაქტირება საერთაშორისო პროგრამაზე და უკუკავშირის მიწოდება სკოლის დირექტორთან;
  • წინასწარ შეთანხმებული კალენდრის მიხედვით საერთაშორისო პროგრამის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შეფასება, შედეგების გაზომვა და ანალიზი ; მიღებული შედეგების წარდგენა წარდგენა პედ. საბჭოზე;
  • მშობელთა და მოსწავლეთა კმაყოფილების კვლევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ წელიწადში ერთხელ;
  • მშობელთა და მოსწავლეთა კმაყოფილების კვლევის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
  • საერთაშორისო პროგრამის მოსწავლეთა შეფასების ფურცლის წარმოების მონიტორინგი;
  • საერთაშორისო პროგრამის მასწავლებელთათვის რეკომენდაციების გაწევა საგნობრივი პროგრამების შემუშავებასა და სწავლების მეთოდების შესახებ;
  • კათედრების ხელმძღვანელებთან და მასწავლებლებთან მიმდინარე საკითხებზე შეხვედრების ჩატარება;
  • საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო პროგრამის მოსწავლეებთან და მშობლებთან კომუნიკაცია;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ სემესტრული/წლიური ანგარიშის (ანალიზის) მომზადება წარდგენა პედ. საბჭოზე;
  • სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • საერთაშორისო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის შეფასების ფურცლის და დიპლომის დანართის მომზადება;
  • საერთაშორისო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის მოთხოვნის შემთხვევაში დიპლომის აპოსტილით დამოწმების ორგანიზება;
  • საერთაშორისო გამოცდებისთვის
  • თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
  • ინგლისური ენა - მინიმუმ B2 დონე (მეტყველება, წერა).

კომპეტენცია/პიროვნული მახასიათებლები:

  • გუნდური მუშაობის, გუნდის მართვისა და სტრატეგიული დაგეგმარების გამოცდილება;
  • ადამიანის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი;
  • თანადგომისა და ემპათიის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი;
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
  • მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მაღალი სამუშაო აქტივობა;
  • სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირების უნარი.

განაცხადის შემოტანის პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი.

ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

სკოლა "პროგრესი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა