7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

XY83PZ0M გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

არქიტექტორი

ელემენტ კონსტრაქშენი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი. „ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge

„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები: - ესკიზური პროექტების შექმნა – კონცეფციის დამუშავება და არქიტექტურული იდეების პრეზენტაცია. - საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ნორმატიული მოთხოვნების გათვალისწინებით არქიტექტურული პროექტების მომზადება. - სრული არქიტექტურული ნახაზების და დეტალური სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება, მომიჯნავე სპეციალისტებთან (ინჟინრები, კონსტრუქტორები, დიზაინერები) მჭიდრო თანამშრომლობით. - სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა მერიაში – პროექტის ყველა ეტაპზე კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფით. - მუშა ნახაზების, კვანძებისა და ტექნიკური დეტალების დამუშავება – მაღალი ხარისხის სამშენებლო პროცესის უზრუნველსაყოფად. - მშენებლობის პროცესის არქიტექტურული ზედამხედველობა – პროექტის შესაბამისობის კონტროლი, პროექტირებიდან შესრულებამდე. - გუნდის წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა – ინოვაციური და პრაქტიკული არქიტექტურული გადაწყვეტილებების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება არქიტექტურის განხრით; - სამშენებლო სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება; - ამ სფეროში კანონით განსაზღვრული ყველა მოქმედი სახელმწიფო დადგენილების ცოდნა, მათ შორის ქალაქ თბილისის არქიტექტურული და ურბანული კანონმდებლობის ცოდნა; - პროფესიული კომპიუტერული პროგრამების: ArchiCAD, AutoCAD, Reviti, 3D Max , Lumioni ფლობა; - ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; - Revit -ის სრულყოფილად ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).

უნარ-ჩვევები: - პრეზენტაბელურობა; - ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; - კომუნიკაბელურობა; - ორგანიზებულობა; - ინიციატურობა; - დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები: - სამუშაო განაკვეთი: სრული - ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: - სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); - FitPass; - ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; - კომფორტულ სამუშაო გარემოს; - მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2026 წლის 30 აგვისტომდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ კონსთრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსთრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ელემენტ კონსტრაქშენი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა