8576 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

XZ7XAREX გამოქვეყნდა 4 სექ 3 ნახვა

საწყობის თანამშრომელი

ბიდი პლუსი გარე განცხადება
ქუთაისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "ბიდი პლუსი" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ultra Compact/Happy Fresh (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Nua - ტუალეტის ქაღალდები და სამზ. ხელსახოცები. Olivia/Orlena/ (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა), და Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით).

კომპანია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს თურქეთის და ინდონეზიის წამყვან მწარმოებლებთან და ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, სრულიად საქართველოს მასშტაბით.

აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქუთაისში.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 8:30-18:00 სთ.

ძირითადი მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** კარგი ფიზიკური მდგომარეობა.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის დაცლა;

** პროდუქციის დასაწყობება სპეციფიკის გათვალისწინებით;

** შეკვეთის გამზადება დოკუმენტში მოთხოვნილი პროდუქციის მიხედვით;

** პროდუქციის პერიოდული აღწერა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობიანი;

** შრომისმოყვარე;

** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;

** ფიზიკური სამუშაოს შესრულების უნარით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე 25 სექტემბრის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს ბიდი პლიუსის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბიდი პლუსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის