ბუღალტერი
შპს "მოდერნ ბიზნეს სოლუშენი" ბუღალტრული და საგადასახადო მომსახურების კომპანიაა. ჩვენი მიზანია, კლიენტების ფინანსური და საგადასახადო საკითხები იყოს ზუსტად, დროულად და კანონმდებლობის სრული დაცვით მოწესრიგებული. კლიენტებს ვთავაზობთ ბუღალტრული აღრიცხვის სრულ ციკლს, საგადასახადო დეკლარირებასა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებას.
ჩვენი გუნდისთვის ვეძებთ ბუღალტერს, რომელიც ფოკუსირდება სიზუსტეზე, პროფესიულ განვითარებასა და ხარისხიან შედეგზე. "მოდერნ ბიზნეს სოლუშენი" გთავაზობთ სხვადასხვა სფეროს კომპანიებთან თანამშრომლობას და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- კომპანიების პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის დამუშავება და 1C პროგრამაში ასახვა;
- საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და ანგარიშების ნაშთების ყოველდღიური კონტროლი;
- ჯგუფის კომპანიებს შორის ოპერაციებისა და ურთიერთანგარიშსწორებების აღრიცხვა და შედარება;
- RS.ge-ზე ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების დამუშავება და გადამოწმება;
- სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობა;
- ხელმძღვანელობისთვის ბუღალტრული ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება;
- ბუღალტრული დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- 1C პროგრამაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (აუცილებელია); Balance პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია); რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- MS Excel-ის კარგად ცოდნა;
- ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
- RS.ge-ს პორტალთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები
- სიზუსტე და ყურადღებიანობა დეტალების მიმართ;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტიანად მართვისა და რამდენიმე დავალების პარალელურად შესრულების უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
- სწავლისა და განვითარების სურვილი.
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
- ანაზღაურება: 1 000 - 1 200 ლარი (NET)
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. N78.
რას გთავაზობთ?
- მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სტაბილურ სამუშაო გრაფიკს;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- საინტერესო და სპეციფიკურ ინდუსტრიაში მუშაობისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
დაინტერესების შემთხვევაში
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს გუნდს შემოუერთდეთ, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტერი".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!