სპორტული ტანვარჯიშის კლუბის მასწავლებელი
შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" აცხადებს ვაკანსიას სპორტული ტანვარჯიშის კლუბის მასწავლებლის პოზიციაზე.
თუ გიყვართ ბავშვებთან მუშაობა, გაქვთ შესაბამისი გამოცდილება და გსურთ, ხელი შეუწყოთ მათ ფიზიკურ განვითარებასა და აქტიურ ცხოვრების წესს, შემოგვიერთდით.
ძირითადი მოვალეობები:
- ტანვარჯიშის კლუბის გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება;
- მოსწავლეების ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით სავარჯიშო პროგრამების შემუშავება;
- მოსწავლეების ფიზიკური უნარებისა და პროგრესის მონიტორინგი;
- უსაფრთხო და პოზიტიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა;
- მოსწავლეების მოტივირება და მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტანვარჯიშის მიმართულებით შესაბამისი განათლება ან პროფესიული გამოცდილება;
- ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია სკოლის სივრცეში);
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
- ენერგიული, ორგანიზებული და მოსწავლეებზე ორიენტირებული მიდგომა.
კონკურსის ეტაპები:
1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა; 2. გასაუბრება.
მესამე ეტაპზე გასული კანდიდატები ჩაატარებენ კლუბის საცდელ შეხვედრას. სამუშაო ადგილი: "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" მისამართი: ლევან მიქელაძის ქ. N4, თბილისი
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ტანვარჯიშის კლუბის მასწავლებელი.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.