პრომოუტერი
შპს "ERC Distribution Georgia" საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2019 წლიდან და არის საერთაშორისო სადისტრიბუციო ჰოლდინგის, ERC -ს წევრი. მისი საქმიანობის სფეროა კომპიუტერული ტექნიკით და აქსესუარებით, საოჯახო ტექნიკით, საოფისე და საოჯახო საქონლით საბითუმო ვაჭრობა.
დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://erc-distribution.ge/
შპს "ERC Distribution Georgia" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:
- გრაფიკი: 10:00-19:00
- დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე ურთიერთშეთანხმებით
- ფიქსირებული ხელფასი: 800 ლარი + ბონუსი
სამუშაო ადგილის მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ჰიპერმარკეტი გორგია
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და თაროებზე განლაგება
- მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენაზე ზრუნვა
- მაღაზიაში პროდუქციის ფასის კონტროლი
- სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება
- მომხმარებლებისთვის პროდუქციის მახასიათებლებისა და გამოყენების წესის შესახებ კონსულტაციის გაწევა, აგრეთვე პროდუქციის გაყიდვის პროცესში აქტიური მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის მიმართულებით.
- კომუნიკაბელურობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი
- გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - პრომოუტერი.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.