8824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Y2TAQ8JT გამოქვეყნდა 25 აგვ 7 ნახვა

მარკეტინგის მენეჯერი

ტრანსპორტერი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
₾2500–3000 / თვეში ბოლო ვადა:

"ტრანსპორტერი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მარკეტინგის მენეჯერი.

ძირითადი პირობები:

** მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 70 ** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ** ანაზღაურება: 2500 - 3000 ლარი ხელზე ასაღები (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე) ** ქვეყნის ფარგლებში მივლინებები ივენთებიდან გამომდინარე

ძირითადი მოთხოვნები:

vუმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება (სასურველია ავტო-მოტო სფეროში) ** ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება (როგორც ციფრულ არხებში, ისე ფიზიკურ სივრცეში) ** უპირატესობა მიენიჭება ავტო-მოტო სპორტის სფეროში ღონისძიებების დაგეგმვის და ჩატარების გამოცდილების ქონას ** ძლიერი საორგანიზაციო უნარები ** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომერციულ დეპარტამენტთან და ბრენდ მენეჯერებთან კოორდინირებული მუშაობით გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა სწორი მარკეტინგული ინსტრუმენტების გამოყენებით. ** ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების ეფექტური დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი (როგორც ციფრულ, ისე ფიზიკურ არხებში). ** ბრენდული, ივენთ-პროექტებისა და კორპორაციული ღონისძიებების სრული ციკლის ორგანიზება, ლოჯისტიკა და მართვა ** კომპანიის მარკეტინგული გეგმის შესრულება მარკეტინგის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით ** მარკეტინგული ბიუჯეტის კამპანიების მიხედვით შედგენა, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება და ხარჯების კონტროლი და ანგარიში ** გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა - მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველყოფა (პრეზენტაციები, მასალები და სხვ.) საერთაშორისო ბრენდების მარკეტინგული მოთხოვნების/ ანგარიშგებების მომზადება და კონტროლი. ** სოციალური მედიის აქტივობების მართვა და შესაბამისი გუნდის (კონტენტ კრეატორები, დიზაინერები და სხვ.) კოორდინაცია ** სარეკლამო და საკომუნიკაციო მასალების (ტექსტი, დიზაინი, ვიდეო და ა.შ.) მომზადების პროცესის მართვა ** შოურუმის ვიზუალი: შოურუმის ვიზუალური მხარის მოწესრიგება - კონცეფციების შეტანა, ბანერებით უზრუნველყოფა და სხვა ** კრეატიული კამპანიები და ციფრული მხარე: ბრენდის პოზიციონირებისთვის ახალი იდეების განხორციელება, Google Review-ები, SEO ოპტიმიზაცია და სხვა პრობლემების მოძიება/აღმოფხვრა

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 14 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა ** პირისპირ გასაუბრება

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/AxWXLVWc

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ტრანსპორტერი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის