ავეჯის ხელოსანი
შპს „Litten Tree” აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ხელოსნის პოზიციაზე.
ავეჯის მწარმოებელი კომპანია „Litten Tree” ეძებს გამოცდილ, პასუხისმგებლიან და მოტივირებულ ავეჯის ხელოსანს თბილისში მდებარე წარმოებაში.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ანაზღაურება: 3,500 – 4,500 ლარი (განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით) სამუშაო გრაფიკი: თვეში 6 დასვენების დღე (ყოველი კვირა + თვეში 2 შაბათი)
ძირითადი მოვალეობები: - ავეჯის დამზადება და აწყობა პროექტის მიხედვით; - სამუშაო პროცესისთვის საჭირო მასალებისა და ინვენტარის მიღება/კონტროლი; - სამუშაოს ხარისხიანად და დათქმულ ვადებში შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გამოცდილება: ავეჯის დამზადების სფეროში მუშაობის სულ მცირე 1-წლიანი გამოცდილება; - სავალდებულოა: MDF-ისა და ლამინატის მასალებთან მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; - ასაკი: 25 - 50 წელი; - სასურველია: სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.
პიროვნული თვისებები და უნარები: - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ორგანიზებული მიდგომა; - გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა და შემოქმედებითი აზროვნება; - ცვალებად და დინამიკურ გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.