9138 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Y3VS413X გამოქვეყნდა 29 სექ 14 ნახვა

TaxInfo ჯგუფი

TaxInfo ჯგუფი

დამწყები აუდიტორი

TaxInfo ჯგუფი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შესვლა და განაცხადი
₾2000–2500 / თვეში ბოლო ვადა: 30 ოქტ

ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია - "TaxInfo" აცხადებს ვაკანსიას დამწყები აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად.

დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:

  • ვაკანსიის დასახელება: დამწყები აუდიტორის პოზიცია.
  • სამუშაოს ტიპი: სრული;
  • სამუშაო ანაზღაურება: 2 000-2 500 ლარი კვალიფიკაციიდან გამომდინარე (net, გადასახადების გარეშე)
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-17:00 პარასკევი (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის მოთხოვნისამებრ);
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩათვლით);
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამა Excel-ის სრულყოფილი ცოდნა

დამატებითი მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით):

  • ფინანსური/ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • საგადასახადო აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • Rs.ge - იზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია არანაკლებ 1 წლისა - არა სავალდებულო მოთხოვნა);
  • ერთ-ერთი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ცოდნა;
  • ფასს სტანდარტების ცოდნა (არასავალდებულო მოთხოვნა);
  • ინგლისური ენის ცოდნა (არა სავალდებულო მოთხოვნა);
  • რუსული ენის ცოდნა (არა სავალდებულო მოთხოვნა).

მოვალეობები:

  • ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიებში;
  • საგადასახადო-აღრიცხვა ანგარიშგება: საგადასახადო დეკლარაციების და სხვა სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა;
  • მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიების აღრიცხვა-ანგარიშგების საგადასახადო/ფინანსური აუდიტი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს: დროის მცირე პერიოდში მოახდინოთ ერთდროულად ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვა ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საფუძვლიანი ცოდნა-გამოცდილების დაგროვება;
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს;
  • უფასო ტრენინგებს საგადასახადო კანონმდებლობაში

შერჩევის პროცედურა:

1 ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა; 2 ეტაპი: შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში; 3 ეტაპი: ფინალური გასაუბრება

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვა:

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ქართული ბიზნეს კონსალტინგ ჯგუფის" (ს/ნ 404379203) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
TaxInfo ჯგუფი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა