8848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Y4TYCYT5 გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

დიზაინის არქიტექტორი

Wei Yap Architects გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"Wei Yap Architects" არის დიზაინზე ორიენტირებული საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია, რომელიც დაფუძნებულია თბილისში. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის პროექტებზე: საცხოვრებელი, მრავალფუნქციური და ურბანული მიმართულებით, როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

ჩვენი გუნდი აერთიანებს ქართველ და საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტორებს, ურბანისტებსა და დიზაინერებს.

"Wei Yap Architects"-ში ვეძებთ დიზაინის არქიტექტორს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** არქიტექტურული დიზაინის განვითარებაში მონაწილეობა - კონცეფციის შექმნიდან ესკიზურ ეტაპამდე; ** ზუსტი და დეტალური 3D მოდელების შექმნა ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორებიცაა SketchUp ან Rhino; ** მაღალი ხარისხის ვიზუალიზაციებისა და რენდერების მომზადება D5 Render-ის ან Enscape-ის მეშვეობით; ** პრეზენტაციის მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება შიდა და გარე დაკავშირებული მხარეებისთვის; ** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით; ** აუცილებელია მინ. 2 წლიანი 3D ვიზუალიზაციის სფეროში; ** SketchUp, Rhino, D5 Render და/ან Enscape პროგრამების ცოდნა; ** AI-ზე დაფუძნებული დიზაინის ინსტრუმენტების ცოდნა იქნება დამატებითი უპირატესობა; ** ინგლისური ენის ცოდნა.

სავალდებულოა პორტფოლიოს ატვირთვა

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Wei Yap Architects
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის