გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

Y5S579CM გამოქვეყნდა 30 ოქტ 51 ნახვა

კლინიკური პრაქტიკის მენტორი

თბილისი სრული განაკვეთი განათლება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 1 დეკ
შესვლა და განაცხადი

"საქართველოს უნივერსიტეტი" (UG) გთავაზობთ გახდეთ ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის კლინიკური პრაქტიკის მენტორი.

ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ

  • მზარდ ანაზღაურებას
  • მომზადებას კლინიკური პრაქტიკის მენტორობისათვის
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება

  • კლინიკური პრაქტიკის განმავლობაში სტუდენტების სუპერვიზია;
  • პრაქტიკის ადგილზე სტუდენტების მიერ პაციენტის საექთნო შეფასების ჩატარების უზრუნველყოფა;
  • სტუდენტების გადანაწილება განყოფილებებში/პალატებში და მათი საქმიანობის კონტროლი (ჯგუფში არის 6-8 სტუდენტი).

კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ

  • განათლება: საექთნო საბაკალავრო განათლება, ან დიპლომირებული მედიკოსი ან უმცროსი ექიმი ან რეზიდენტი
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2.2)
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება რეანიმაციულ განყოფილებაში, ER-ში, ICU-ში

უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • სისწრაფე და ოპერატიულობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი

სამუშაო პირობები

  • კვირაში 2-3 დღე, 13 კვირის განმავლობაში
  • ანაზღაურება კომპეტენციის შესაბამისად

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ: საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის კლინიკური პრაქტიკის მენტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 8000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა