ბუღალტერი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბერმელი" აცხადებს ვაკანსიას: ბუღალტერი
დეპარტამენტი: ფინანსური დეპარტამენტი სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო გამოცდილება და ძირითადი მოთხოვნები: - საბუღალტრო ან/და საფინანსო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; - უპირატესობა მიენიჭებათ საბანკო ან მიკროსაფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს; - სასურველია ALTA-ს პროგრამების (Loan Management System - LMS) და B6-ის ცოდნა; - საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა; - სასურველია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა; - MS Office-ის პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) კარგი ცოდნა; - ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი.
განათლება - უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით; - პროფესიული სასერტიფიკატო პროგრამა (ACCA ან სხვა) ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები: - საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა და დამუშავება; - საბუღალტრო გატარებების წარმოება; - საგადასახადო დეკლარაციების მომზადება; - საბანკო ოპერაციების შესრულება; - ოპერაციების პროგრამაში ასახვა; - ხელფასების დარიცხვაში მონაწილეობა; - ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა საბუღალტრო და ფინანსური დავალებების შესრულება.
პიროვნული უნარები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - ოპერატიულობა და სიზუსტე; - გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - ინტენსიური სამუშაო დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
ანაზრაურება: 2500 ლარი (GROSS-კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე)
ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; - სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს; - პროფესიულ ტრენინგებს; - კორპორაციულ ღონისძიებებს; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - კონკურენტულ ანაზღაურებას, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი: - ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00 - შაბათი: 09:20-14:20 - 40-საათიანი სამუშაო კვირა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიეთ ლინკს: https://bermeli.selfrecruit.ge/s/FhuUN
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.