გაყიდვებისა და მომსახურების კონსულტანტი
"საქართველოს რაგბის კავშირი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მომსახურების კონსულტანტის პოზიციაზე.
ვეძებთ თანამშრომლებს თბილისში მდებარე ორ ლოკაციაზე სამუშაოდ.
თუ ხარ ენერგიული, კომუნიკაბელური, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და დინამიკურ გარემოში მუშაობა, შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
პოზიცია აერთიანებს ფან-შოპის პროდუქციის გაყიდვასა და კაფე-დრაივის მომხმარებლების მომსახურებას.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი; ანაზღაურება: საათში 8 ლარი, ხელზე ასაღები; სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, წინასწარ შეთანხმებული განრიგის მიხედვით.
ცვლების საათები:
პირველი ლოკაცია:
I ცვლა — 09:00-15:00; II ცვლა — 15:00-21:00.
მეორე ლოკაცია:
I ცვლა — 12:00-17:00; II ცვლა — 17:00-23:00.
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლისთვის პროდუქციისა და მენიუს შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- პროდუქციის შერჩევაში დახმარება და შეკვეთების მიღება;
- ფან-შოპის პროდუქციის გაყიდვა;
- ყავის, ცივი სასმელებისა და მარტივი საკვები პროდუქტების მომზადება და გაცემა;
- POS-ტერმინალთან მუშაობა;
- პროდუქციის განლაგება და მარაგების კონტროლი;
- გაყიდვების აღრიცხვა;
- სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.
ვის ვეძებთ?
- კომუნიკაბელურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ ადამიანს;
- პასუხისმგებლობიან, მოწესრიგებულ და პუნქტუალურ კანდიდატს;
- ადამიანს, რომელსაც შეუძლია გუნდურად მუშაობა;
- კანდიდატს, რომელიც მზად არის ცვლებში სამუშაოდ.
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის — სამუშაოს სპეციფიკას ადგილზე შეგასწავლით.
რას გთავაზობთ?
- მეგობრულ და ენერგიულ გუნდს;
- საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ადგილზე შეძენის შესაძლებლობას.
როგორ შემოგვიერთდე?
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე შენი CV ელფოსტაზე.
ელფოსტის სათაურის ველში მიუთითე: "გაყიდვებისა და მომსახურების კონსულტანტი".