გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

Y6TCV483 გამოქვეყნდა 5 ნოე 16 ნახვა

გაყიდვებისა და მომსახურების კონსულტანტი

შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 დეკ
შესვლა და განაცხადი

"საქართველოს რაგბის კავშირი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მომსახურების კონსულტანტის პოზიციაზე.

ვეძებთ თანამშრომლებს თბილისში მდებარე ორ ლოკაციაზე სამუშაოდ.

თუ ხარ ენერგიული, კომუნიკაბელური, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და დინამიკურ გარემოში მუშაობა, შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

პოზიცია აერთიანებს ფან-შოპის პროდუქციის გაყიდვასა და კაფე-დრაივის მომხმარებლების მომსახურებას.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი; ანაზღაურება: საათში 8 ლარი, ხელზე ასაღები; სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, წინასწარ შეთანხმებული განრიგის მიხედვით.

ცვლების საათები:

პირველი ლოკაცია:

I ცვლა — 09:00-15:00; II ცვლა — 15:00-21:00.

მეორე ლოკაცია:

I ცვლა — 12:00-17:00; II ცვლა — 17:00-23:00.

ძირითადი მოვალეობები

  • მომხმარებლისთვის პროდუქციისა და მენიუს შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • პროდუქციის შერჩევაში დახმარება და შეკვეთების მიღება;
  • ფან-შოპის პროდუქციის გაყიდვა;
  • ყავის, ცივი სასმელებისა და მარტივი საკვები პროდუქტების მომზადება და გაცემა;
  • POS-ტერმინალთან მუშაობა;
  • პროდუქციის განლაგება და მარაგების კონტროლი;
  • გაყიდვების აღრიცხვა;
  • სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

ვის ვეძებთ?

  • კომუნიკაბელურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ ადამიანს;
  • პასუხისმგებლობიან, მოწესრიგებულ და პუნქტუალურ კანდიდატს;
  • ადამიანს, რომელსაც შეუძლია გუნდურად მუშაობა;
  • კანდიდატს, რომელიც მზად არის ცვლებში სამუშაოდ.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის — სამუშაოს სპეციფიკას ადგილზე შეგასწავლით.

რას გთავაზობთ?

  • მეგობრულ და ენერგიულ გუნდს;
  • საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ადგილზე შეძენის შესაძლებლობას.

როგორ შემოგვიერთდე?

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე შენი CV ელფოსტაზე.

ელფოსტის სათაურის ველში მიუთითე: "გაყიდვებისა და მომსახურების კონსულტანტი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა