8006 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Y7757A5T გამოქვეყნდა 25 აგვ 6 ნახვა

HVAC ინჟინერი

სეკე პარკი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
₾2000–4000 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია SEKKEI PARK აცხადებს ვაკანსიას - HVAC-ის ინჟინრის პოზიციაზე.

ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.

სამუშაო გრაფიკი: სრული 09:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა); ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9. ანაზღაურება: 2000-4000, გამოცდილების მიხედვით.

ფუნქცია-მოვალეობები: • მექანიკურ-საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება და პროექტის მექანიკური ნაწილის პროექტირება; • Plumbing და HVAC სისტემების პროექტირება; • ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა და კომპონენტების სრული სიის მომზადება; • არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და კონკრეტული გადაწყვეტილებების განსაზღვრა; • გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა; • პროექტის პროცესში ინჟინერ-მემონტაჟებთან, პროექტ მენეჯერთან და სხვა ჩართულ პირებთან კომუნიკაცია; • ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები: • სასურველია, შესაბამისი სერტიფიკატების არსებობის შემთხვევაში მათი წარდგენა; • სასურველია საოფისე პროგრამებისა და საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების (AUTOCAD) ცოდნა; • აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.

უნარები და თვისებები: • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; • დროის ეფექტურად მართვის უნარი; • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა; • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: • სამედიცინო დაზღვევა • სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება • ჯანსაღი სამუშაო გარემო

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
სეკე პარკი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა