9777 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

Y7JS1EBM გამოქვეყნდა 20 ოქტ 12 ნახვა

სამშენებლო ინჟინერი

თოლოსი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾3500 / თვეში +28% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,730 ₾ · 53 განცხადება ბოლო ვადა: 21 ნოე

შპს "თოლოსი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქალაქი თბილისი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

კომპანიის შესახებ

ჩვენი კომპანია ახორციელებს სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ და სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მათ შორის საყრდენი კედლების რეაბილიტაციებს, ნაპირსამაგრ სამუშაოებს, და სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოებს და მუნიციპალურ პროექტს.

ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და კვალიფიციურ სამშენებლო ინჟინერს, რომელიც უხელმძღვანელებს სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოებს, უზრუნველყოფს პროექტების შესაბამისად შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში მოამზადებს შესაბამის ტექნიკურ და საანგარიშო დოკუმენტაციას.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების სრული ხელმძღვანელობა და ორგანიზება;
  • პროექტების, სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა და მათი პრაქტიკაში სწორად გამოყენება;
  • საყრდენი კედლების, ნაპირსამაგრი ნაგებობებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის პროცესის მართვა;
  • სამუშაოების დაგეგმვა, სამუშაო გრაფიკების შედგენა და შესრულების ვადების კონტროლი;
  • მუშების, ტექნიკისა და საჭირო სამშენებლო რესურსების ეფექტიანად განაწილება;
  • სამშენებლო სამუშაოების ხარისხის, ტექნოლოგიური პროცესებისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა, აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
  • საჭიროების შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვების შედგენა, გაანგარიშება და კორექტირება;
  • ფორმა №2-ისა და შესრულებული სამუშაოების სხვა საანგარიშო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
  • საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებებისა და კორექტირებების ტექნიკური დამუშავება, შესაბამისი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის მომზადება;
  • საპროექტო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამოვლენა და შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
  • სამშენებლო მასალების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა და მათი ხარჯვის კონტროლი;
  • დამკვეთთან, ტექნიკურ ზედამხედველობასთან, პროექტანტებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან სამუშაო კომუნიკაცია;
  • სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და სამშენებლო ნორმების დაცვის კონტროლი;
  • ობიექტზე წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების დროული იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით;
  • სამშენებლო სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • სამშენებლო ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის დამოუკიდებლად წაკითხვისა და გაანალიზების უნარი;
  • სამშენებლო ობიექტების დამოუკიდებლად მართვისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების გამოცდილება;
  • ხარჯთაღრიცხვების შედგენისა და კორექტირების ცოდნა;
  • ფორმა №2-ის შედგენისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობების გაანგარიშების გამოცდილება;
  • პროექტში ცვლილებებისა და კორექტირებების ტექნიკური დამუშავების უნარი;
  • სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და სამუშაოების შესრულების თანმიმდევრობის ცოდნა;
  • სამუშაოების მოცულობების, მასალებისა და საჭირო რესურსების სწორად გაანგარიშების უნარი;
  • სამშენებლო ტექნიკისა და სამუშაო ძალის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და საანგარიშო ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ობიექტებზე მუდმივად ყოფნისა და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობის შესაძლებლობა.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:

  • საყრდენი კედლებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების, შესრულების გამოცდილება;
  • მუნიციპალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • სატენდერო პროექტების განხორციელების გამოცდილება;
  • AutoCAD-ის ცოდნა;
  • Excel-ისა და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის უნარი;
  • შესრულებული სამუშაოების აქტების, ფარული სამუშაოების აქტებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პასუხისმგებლობიან და პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურება 3500 ლარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა