საგადახდო სისტემებთან შესაბამისობის მართვის განყ. უფროსი
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას საბარათე რისკებისა და საგადახდო სისტემებთან შესაბამისობის მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
დეპარტამენტი / განყოფილება: პლასტიკური ბარათების დეპარტამენტი / საბარათე რისკებისა და საგადახდო სისტემებთან შესაბამისობის მართვის განყოფილება.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ფუნქციები და მოვალეობები:
- საბარათე პროდუქტებთან და საბარათე ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში კონტროლის მექანიზმების დანერგვის ინიცირება და უზრუნველყოფა;
- საბარათე ოპერაციების ყოველდღიური მონიტორინგი;
- ახალი კონტროლის მექანიზმების შემუშავება ან/და არსებული კონტროლის მექანიზმების სრულყოფაზე ზრუნვა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება;
- დაფიქსირებული ინციდენტების კვლევა/ანალიზი და შესაბამისი მაკორექტირებელი ქმედებების ინიცირება;
- რეგულატორული, სტატისტიკური და ანალიტიკური რეპორტინგის მხარდაჭერა;
- საბარათე საჩივრების პროცესის მართვა;
- მერჩანტების ბრუნვების მონიტორინგი და რისკების მინიმიზაციის მიზნით საჭირო ქმედებების განხორციელება;
- საგადახდო სისტემებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- პოტენციური მერჩანტების შეფასება და სავალდებულო მოთხოვნების კონტროლი;
- თანამშრომლების გადამზადების პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
- უმაღლესი განათლება;
- საგადახდო/საბარათე სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) მაღალ დონეზე ფლობა.
სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:
- ორგანიზაციული უნარები;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/e1MQ
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.