იმპორტის მერჩენდაიზერი
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge
კომპანია „გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს
ფუნქცია მოვალეობები
- სავაჭრო დარბაზში იმპორტირებული პროდუქციის სწორად განლაგების მონიტორინგი;
- პერიოდულად, პროგრამული ვადების მიხედვით პროდუქციის ვარგისიანობის მონიტორინგი;
- პროდუქციის მოწესრიგებულობის კონტროლი (ფასმაჩვენებლები, განლაგება, სისუფთავე);
- პროდუქციის გადალაგება მერჩენდაიზინგის პრინციპების თანახმად (უშუალო ხელმძღვანელის ჩართულობით);
ძირითადი მოთხოვნები
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები
- გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში, 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე;
- ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 1100 ლარიდან + ეფექტური საბონუსე სისტემა;
- ლოკაცია: დიდი დიღომი;
- ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
- Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი შემდეგ ნომერზე: +995 595 22 71 84
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/KO0wxBX
გისურვებთ წარმატებას!