8,848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Y88HQ3XJ გამოქვეყნდა 21 სექ 6 ნახვა

Bank of Georgia

Bank of Georgia

შესყიდვების მხარდაჭერის ჯგუფის უფროსი

Bank of Georgia
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
განაცხადი კომპანიის საიტზე ↗
შეთანხმებით

საქართველოს ბანკის შესყიდვების და ლოჯისტიკის დეპარტამენტში ვეძებთ შესყიდვების მხარდაჭერის ჯგუფის უფროსს, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვების პროცესის ეფექტიან მხარდაჭერას, გუნდის მართვასა და რეპორტინგის ხარისხიანად წარმართვას. შენი ძირითადი პასუხისმგებლობა იქნება: - შესყიდვების მხარდაჭერის პროცესებთან დაკავშირებული ანგარიშგების წარმოება და რეპორტინგი;

  • მომწოდებლებთან ეფექტური კომუნიკაცია და პირობების შეთანხმება;
  • ხელშეკრულებების აღრიცხვის მონიტორინგი;
  • გუნდის საქმიანობის ვადების კონტროლი და რეაგირება;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული შიდა პროცესების და სქრინინგის კონტროლი;
  • ფინანსური რისკების თავიდან აცილება – დავალიანებების მონიტორინგი RS.geპლატფორმაზე.

შენგან ველით: - მინიმუმ 4 წლიან სამუშაო გამოცდილებას შესყიდვების/ლოჯისტიკის ან დაკავშირებულ სფეროში;

  • ბაკალავრის ხარისხს ან სტუდენტის სტატუსს;
  • ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უნარებს;
  • ეფექტურ კომუნიკაციას როგორც ვერბალურად, ისე წერილობით;
  • MS Office-ის კარგი ცოდნას;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).

რას გაძლევს პოზიცია: - გუნდთან ერთად სტრატეგიულ ამოცანებზე მუშაობის შესაძლებლობას;

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს და პროფესიულ განვითარებას;
  • წვდომას კორპორატიულ ტრენინგებზე და ციფრულ სასწავლო პლატფორმებზე.

თუ ხარ ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და მზად ხარ გუნდის მართვისა და სისტემური პროცესების დასახვეწად — გელოდებით საქართველოს ბანკში!

გამოხმაურებას ველოდებით 2025 წლის 5 ოქტომბერის ჩათვლით!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Bank of Georgia
ვებგვერდი ↗
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა