მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
"ბლუტაბლა" არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართული დიზაინის სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. ჩვენი პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებგვერდს: https://bluetabla.ge/
ვეძებთ ტექნიკური და ანალიტიკური უნარების მქონე თანამშრომელს ციფრული რეკლამისა და ელექტრონული კომერციის არხების სამართავად.
ვაკანსია: მარკეტინგული პროექტების მენეჯერი სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00, კვირაში 5 დღე სამუშაო ადგილი: წერეთლის გამზირი #140 — ყოფილი მაუდის ქარხანა.
მოვალეობები:
** მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი; ** პროექტების ვადების, ბიუჯეტებისა და პრიორიტეტების მართვა; ** დიზაინის, კონტენტის, ციფრული რეკლამისა და E-commerce გუნდების მუშაობის კოორდინაცია; ** გუნდისა და გარე პარტნიორებისთვის მკაფიო დავალებების მომზადება; ** კამპანიების შედეგების მონიტორინგი და გაუმჯობესების გზების შეთავაზება. მოთხოვნები: ** მარკეტინგული პროექტების მართვის გამოცდილება; ** ციფრული მარკეტინგის კარგი ცოდნა — Meta Ads, Google Ads, სოციალური მედია და E-commerce; ** Excel-ისა და პროექტების მართვის ინსტრუმენტებთან მუშაობის ცოდნა; ** გამართული კომუნიკაცია, ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღება; ** რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი; ** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.
პირობები:
- კონკურენტული ანაზღაურება
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობა — მოცულობის ზრდასთან ერთად გუნდის ხელმძღვანელობა
- შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოგზავნოთ სათაურში მიუთითეთ: მარკეტინგული პროექტების მენეჯერი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.