შენობა-ნაგებობების სარემონტო და საექსპლუატაციო სამსახურის უფროსი
შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისი“ - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაფუძნებული ერთობლივი საწარმო, რომელიც „ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის“ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის მართვას ახორციელებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შენობა-ნაგებობების სარემონტო და საექსპლუატაციო სამსახურის უფროსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა, გუნდის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
- მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობის მონიტორინგი და შენარჩუნება;
- შენობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტების დაგეგმვა, ორგანიზება და ზედამხედველობა;
- მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალი, გაზი, კანალიზაცია და სხვ.) გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- კომუნალურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და დროული მოგვარება;
- შესაბამისი საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოების ბიუჯეტირებაში მონაწილეობა;
- სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების შემსრულებელ კონტრაქტორებთან ურთიერთობა და მათი საქმიანობის კონტროლი;
- ტექნიკური დოკუმენტაციის, ანგარიშგებისა და შესაბამისი აღრიცხვის წარმოება;
- შრომის უსაფრთხოებისა და შესაბამისი ნორმატიული მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
- კომპანიის შესაბამის სამსახურებთან და გარე უწყებებთან (მუნიციპალიტეტი, კომუნალური სამსახურები და სხვ.) კოორდინირებული მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები განათლება:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო, სამოქალაქო ინჟინერიის, არქიტექტურის ან მონათესავე მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი სასურველია).
სამუშაო გამოცდილება
- მინიმუმ 5 წლის სამუშაო გამოცდილება სამშენებლო/საექსპლუატაციო მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლის მენეჯერული/ხელმძღვანელი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია გამოცდილება ინფრასტრუქტურული (მათ შორის, სარკინიგზო) პროექტების მართვაში.
პროფესიული ცოდნა და უნარები
- სამშენებლო ნორმებისა და წესების (სნიპ/ტექნიკური რეგლამენტები) ღრმა ცოდნა;
- შენობა-ნაგებობების ტექნიკური ექსპლუატაციისა და მიმდინარე რემონტების მართვის გამოცდილება;
- მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების (წყალმომარაგება, გაზმომარაგება, კანალიზაცია) სფეროს ცოდნა;
- პროექტების დაგეგმვისა და ბიუჯეტის მართვის უნარი;
- გუნდის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
- სამშენებლო სფეროში გამოყენებადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (მაგ. AutoCAD და მსგავსი);
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- მოქნილობა და მზადყოფნა მივლინებებისთვის.
საბუთების წარმოდგენის წესი დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე.
NOTE: აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.