9220 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

Y9SHRTCP გამოქვეყნდა 27 ოქტ 17 ნახვა

მაღაზიათა ქსელის ხელმძღვანელი

ზღვა ლუდი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾2500 / თვეში ჩვეულებრივის ფარგლებში · ჩვეულებრივ 2,393 ₾ · 152 განცხადება ბოლო ვადა: 28 ნოე

"ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიათა ქსელის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანია "ზღვა ლუდი", ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და მომხმარებლებს სთავაზობს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 15 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

"ზღვა ლუდი"-ის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.

მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის 17ბ დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი სამუშაო დრო: 5/2 ანაზღაურება: 2500 ₾ +KPI ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება

ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდვების გეგმების მართვა, შესრულებების კონტროლი, გადაცდენების გამოვლენა და დროული რეაგირება;
  • კორპორატიული და საბითუმო მომხმარებლების მონაცემთა ბაზების განვითარების ორგანიზება;
  • საცალო მომხმარებლების მოზიდვის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების ორგანიზება და დამტკიცების უზრუნველყოფა;
  • ყოველთვიურად საცალო მომხმარებლების მოზიდვის ღონისძიებებზე იდეების გენერაციის, დაგეგმვის და განხორციელების ორგანიზება;
  • მომხმარებლების ლოიალობის პროგრამების განვითარების და დანერგვის უზრუნველყოფა;
  • მაღაზიებში ქროს სელინგის, მერჩენდაიზინგის სტანდარტების განვითარების უზრუნველყოფა;
  • მაღაზიების ხელმძღვანელების კოორდინაცია და მართვა გაყიდვების გაზრდის მიზნით, მათი განვითარება, უკუკავშირი;
  • მომხმარებლების მოთხოვნების, საჭიროებების იდენტიფიცირება და საკითხის დაყენება შესაბამის პირებთან;
  • ახალი მაღაზიების გახსნის შესაძლებლობების გამოვლენა და წინადადებების დაყენება მენეჯმენტთან;
  • ახალი მაღაზიის გახსნის პროექტის კოორდინაცია და მართვა,
  • გაყიდვების მეთოდოლოგიების, გაიდლაინების ფორმირება მაღაზიის თანამშრომლებისთვის;
  • ორგანიზაციის ბრენდის კომპონენტების განვითარების ორგანიზება;
  • ორგანიზაციისათვის საზიანო ფაქტზე დროული რეაგირება და შესაბამისი განცხადების მომზადება/გავრცელება;
  • სხვადასხვა მიმდინარე დავალებები, რეპორტები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება (გაყიდვები, მენეჯმენტი ან მსგავსი მიმართულება);
  • საცალო ვაჭრობის (რითეილის) სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვების მართვისა და გუნდის ლიდერობის გამოცდილება;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • ორგანიზებულობა, სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • უცხო ენები: რუსული ან/და ინგლისური;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;

ჩვენ გთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • 30% ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა