საკონტაქტო ქსელის ელექტრომონტიორი
შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე საკონტაქტო ქსელის ელექტრომონტიორი
კომპანიის აღწერა: შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისი“ - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაფუძნებული ერთობლივი საწარმო, რომელიც „ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის“ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის მართვას ახორციელებს.
სამუშაოს აღწერა
- საკონტაქტო ქსელის, დგარების, კონსოლების, ანკერული კვანძების, ჩამონაკიდისა და სხვა ელემენტების მონტაჟი, ტექნიკური მომსახურება და მიმდინარე/კაპიტალური შეკეთება
- საკონტაქტო ქსელის გეგმური დათვალიერების, რევიზიისა და პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება
- დაზიანებების, გაუმართაობებისა და ავარიული სიტუაციების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა
- საკონტაქტო ქსელის სიმაღლის, ზიგზაგის, დაჭიმულობისა და სხვა ტექნიკური პარამეტრების გაზომვა და რეგულირება
- სადენების, იზოლატორების, დამჭერების, არმატურისა და სხვა ელემენტების შეცვლა და აღდგენა
- სამუშაოების შესრულება სიმაღლეზე, შესაბამისი დამცავი საშუალებებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით
- სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა და ელექტროუსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა
- ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების, ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების გამართული მდგომარეობის კონტროლი და სწორად გამოყენება
- სამუშაოების შესრულება ტექნიკური ექსპლუატაციის, შრომის უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოქმედი ნორმების შესაბამისად
- ავარიულ-აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა დღის და ღამის საათებში, საჭიროების შემთხვევაში
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სამსახურებრივი დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- საკონტაქტო ქსელის მოწყობისა და მუშაობის პრინციპების ცოდნა
- ტექნიკური ნახაზებისა და სქემების წაკითხვის უნარი
- ელექტროუსაფრთხოების, ტექნიკური ექსპლუატაციისა და შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა
- სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება
- გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ავარიულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე. NOTE: აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.