სტაჟიორი მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტში
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ სტაჟიორს - მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტში რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება: - მომსახურების პროცესში მენეჯერის მხარდაჭერა და მიმდინარე პროცესების მონიტორინგში ჩართულობა; - მომხმარებლის მონაცემების ასახვა მონაცემთა ბაზაში და CRM-ში; - სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; - სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ: - საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას; - პროფესიონალებისაგან ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას; - პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს.
სამუშაო განაკვეთი: არასრული გრაფიკი (კვირაში 30 სთ) სტაჟირების პერიოდი: 6 თვე - დასაქმების პერსპექტივით ანაზღაურება: 400- 500 ნეტ ლარი
თუ დაგაინტერესა ჩვენმა სტაჟირების პროგრამამ და გაქვს სურვილი მიიღო გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 04 სექტემბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.