9,005 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

YA7V86QF გამოქვეყნდა 20 სექ 20 ნახვა

სანდომი

სანდომი

HoReCa ბიზნესის განვითარების მენეჯერი

სანდომი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
₾2000–2500 / თვეში ბოლო ვადა: 18 ოქტ

საკონდიტრო კომპანია „სანდომი“ (შპს „ვასაძის პური“), რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს და წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე ISO 22000 სტანდარტების დაცვით, ეძებს მოტივირებულ და გამოცდილ კადრს HoReCa მიმართულების ბიზნესის განვითარებისა და კორპორატიული გაყიდვების მართვის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი და რეგიონები ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის I შესახვევი, N6 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი (სრული განაკვეთი) ანაზღაურება: 2000–2500 ლარი (ფიქსირებული) + ყოველთვიური ბონუსი გაყიდვების გეგმის შესრულებაზე

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები - სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება: HORECA / კორპორატიული მიმართულების განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვა და რეალიზება. - ბაზრის კვლევა და ანალიზი: HORECA ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება, ბაზრის შესაძლებლობებისა და კონკურენტული გარემოს შეფასება. - კომერციული წინადადებები და მოლაპარაკებები: ინდივიდუალური კომერციული შეთავაზებების მომზადება, მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის ხელსაყრელი პირობების შეთანხმება. - გაყიდვების მართვა: გაყიდვების გეგმების შემუშავება და მათი ეფექტური შესრულების უზრუნველყოფა. - პროდუქტის დანერგვა: ახალი პროდუქტების დანერგვისა და HORECA სექტორში მათი სწორი პოზიციონირების პროცესში მონაწილეობა. - ფინანსური კონტროლი: დებიტორული დავალიანებების მუდმივი კონტროლი და გადახდების დროული განხორციელების უზრუნველყოფა. - ანგარიშგება: გაყიდვების შედეგების დეტალური ანალიზი და მენეჯმენტისთვის რეგულარული ანგარიშების წარდგენა. - გუნდის მართვა (საჭიროებისამებრ): HORECA მიმართულების გუნდის ჩამოყალიბებაში, ტრენინგსა და ყოველდღიურ მართვაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებით. - სამუშაო გამოცდილება: - მინიმუმ 3–5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში; - აუცილებელია HoReCa სექტორში და FMCG მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. - უნარ-ჩვევები და ცოდნა: - გაყიდვების დაგეგმვისა და ბიზნესის განვითარების პრაქტიკული გამოცდილება; - მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და კლიენტებთან ურთიერთობის მართვის ძლიერი უნარები; - შედეგზე ორიენტირებული და ანალიტიკური აზროვნება; - საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა; - B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები - მაღალი აქტიურობა და ინიციატივიანობა; - დამარწმუნებელი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა და დროის ეფექტური მართვა; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

კომპანია გთავაზობთ: - ღია და მხარდამჭერ მენეჯმენტს; - პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს; - კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას; - FitPass-ის ბარათს.

დეტალური პირობების გასაცნობად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/FD9NRLIb

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სანდომი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა