9205 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

YADEZSBC გამოქვეყნდა 26 ოქტ 19 ნახვა

ხარისხის მართვის სპეციალისტი

შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 7 ნოე

"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3 სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 სთ. ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ ან 9:00-18:00 საათი.

ძირითადი ფუნქციები:

  • უნივერსიტეტში მოქმედი ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების განხორციელება;
  • შიდა ხარისხის მექანიზმების მიხედვით დასკვნების მომზადება;
  • უნივერსიტეტის ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
  • საგანმანათლებლო პროგრამების პერიოდული შეფასება და მონიტორინგი;
  • აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით პროგრამებისა და სილაბუსების მონიტორინგი;
  • უნივერსიტეტში მიმდინარე აკადემიური კვლევის მონიტორინგი, აკადემიური პერსონალისა და სტრუქტურული ერთეულების კვლევითი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და შეფასება;
  • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშების მომზადება და წარდგენა აკადემიური საბჭოსთვის;
  • აკადემიური საბჭოს მდივნის ფუნქციის შესრულება და შესაბამისი ოქმების წარმოება;
  • ხარისხის მართვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემა;
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის მომზადება;
  • უნივერსიტეტის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, განათლების ადმინისტრირების, სამართლის, სოციალური მეცნიერებების ან მომიჯნავე სფეროში; ** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში; ** ინგლისური ენის ცოდნა (B2); ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office); ** სასურველია SPSS-ის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • საქმიანობის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ჯგუფში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ "ხარისხის მართვის სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 6 ნოემბერი.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა