გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

YBPQ90ME გამოქვეყნდა 6 ნოე 24 ნახვა

პროდუქტის გაყიდვების სპეციალისტი

ITCS გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 7 დეკ
შესვლა და განაცხადი

ITCS "ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსულტაცია და მომსახურება" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი (ჰიბრიდული) სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი

გსურს იყო ის, ვინც ინოვაციურ ტექნოლოგიურ პროდუქტებს იდეიდან რეალურ გაყიდვებამდე მიიყვანს? ITCS-ის გუნდი ეძებს ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ პროდუქტის გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს დინამიურ გუნდს და გახდება ხიდი ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და ბიზნესის წარმატებას შორის!

ჩვენთან არ მოგიწევს მხოლოდ "მზა პროდუქტის" გაყიდვა. შენ ჩაერთვები პროცესში საწყისი ეტაპიდანვე — შეისწავლი პროდუქტის ტექნიკურ მხარეს, შექმნი მის ბიზნეს ღირებულებას და წარადგენ მას ბაზარზე.

შენი ძირითადი მოვალეობები

  • პროდუქტის შესწავლა: განვითარების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით პროდუქტის ტექნიკური შესაძლებლობებისა და საბაზრო პოტენციალის სიღრმისეული გააზრება.
  • ღირებულების შექმნა: პროდუქტის უპირატესობების ტრანსფორმირება მომხმარებლისთვის გასაგებ ბიზნეს-სარგებელში.
  • გაყიდვების მართვა: პროდუქტის პრეზენტაციების მომზადება, მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების ეფექტური პროცესის უზრუნველყოფა.
  • სტრატეგიული პარტნიორობა: მომხმარებლებთან გრძელვადიანი და სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბება.

რას ველოდებით შენგან (მოთხოვნები)

  • მუშაობის გამოცდილება გაყიდვების, ბიზნესის განვითარების ან პროდუქტის გაყიდვების მიმართულებით.
  • პრეზენტაციისა და მოლაპარაკების მაღალ დონეზე წარმოება
  • ინტერესი ინოვაციებისა და IT სფეროს მიმართ (ტექნიკური განათლება ან IT პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად).
  • პროაქტიულობა, ანალიტიკური ხედვა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
  • ამბიცია, რომ მიაღწიო და გადააჭარბო დასახულ მიზნებს.

რას გთავაზობთ ჩვენ

  • დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას.
  • კონკურენტულ ფიქსირებულ ხელფასს + საბონუსე სისტემას გაყიდვებიდან (შენი შემოსავალი პირდაპირპროპორციულია შენი წარმატების).
  • პროფესიული განვითარების რეალურ შანსს ტექნოლოგიურ გარემოში და გრძელვადიან თანამშრომლობას.
  • მეგობრულ, ინოვაციურ და დინამიურ ატმოსფეროს, სადაც შენი იდეები ყოველთვის ფასდება.

როგორ მოგვმართო:

თუ გსურს განვითარდე იმ პროდუქტებთან ერთად, რომლებსაც თავადვე წარადგენ ბაზარზე, გამოაგზავნე შენი CV ელფოსტაზე; სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითე: "პროდუქტის გაყიდვების სპეციალისტი". გახდი ITCS-ის გუნდის წევრი და შექმენი ტექნოლოგიური მომავალი ჩვენთან ერთად!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა