8915 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

YCCKNQN0 გამოქვეყნდა 10 სექ 11 ნახვა

X სერვისი

X სერვისი

ტექნიკოსი

X სერვისი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
₾1500 / თვეში ბოლო ვადა:

სერვის ცენტრი "X Service - X სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ენერგიულ და ტექნიკით დაინტერესებულ ადამიანს, რომელიც შეუერთდება ჩვენს პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00;

** სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე, შაბათს - ნახევარი დღე;

** შესვენება: 1 საათი;

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;

** კორპორატიული დაზღვევა;

** მეგობრული სამუშაო გარემო;

** ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მიერ სერვისში წარმოდგენილი ტექნიკის დიაგნოსტიკა, შესაბამისი სადიაგნოსტიკო დასკვნის მომზადება და უფროსი სერვის მენეჯერისთვის წარდგენა;

** სერვის ბარათის შევსება;

** შესაკეთებელი ტექნიკის დროული და ხარისხიანი შეკეთება;

** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებთან კომუნიკაცია;

** შესაკვეთი (გამოსაწერი) ტექნიკის შესახებ სერვის მენეჯერებისთვის დროული ინფორმაციის მიწოდება;

** დაკისრებული სამუშაოების დროულად და მაღალკვალიფიციურად შესრულება;

** მიბარებული ტექნიკის კონტროლი და უსაფრთხოდ შენახვა;

** სერვისის სფეროში სიახლეებისა და ინოვაციების მოძიება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;

** ჭკვიან ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;

** რობოტ მტვერსასრუტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიულობა და აქტიურობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

** გამართული მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე:

ელ. ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ "ტექნიკოსი".

აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
X სერვისი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა